კერძო სკოლა ''მზექამ'' ჭადრაკში მოსწავლეთა ჩემპიონატს უმასპინძლა
04-07-2017

კერძო სკოლა ''მზექამ'' ჭადრაკში მოსწავლეთა ჩემპიონატს უმასპინძლა.

პირველობა სამ ასაკობრივ ჯგუფში:

I ჯგუფი: I – III კლასის მოსწავლეები;
II ჯგუფი: IV – VII კლასის მოსწავლეები;
III ჯგუფი: VIII – XI კლასის მოსწავლეები.

შეჯიბრებას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაცია შაქრო დიდიმამიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩემპიონატს მსაჯობდა დამოუკიდებელი სკოლა „მზექა“-ს ჭადრაკის მასწავლებელი რეზო კილასონიძე.

ჩემპიონატის I ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედალი გამარჯვებულის სერტიფიკატით არავის დაუთმო მასპინძელი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ გლახო ნებაძემ.

მე-2 ადგილისა და ვერცხლის მფლობელი გახდა ქ. ახალციხის მე-5 სკოლის მოსწავლე აკაკი კურტანიძე.

მ-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი წილად ხვდა ქ. ახალციხის მე-5 სკოლის მოსწავლეს სანდრო თედორაძეს.

II ასაკობრივი ჯგუფის შედეგები ასეთია:

I ადგილი და ოქროს მედალი - ქ. ახალციხის მე-6 სკოლის მოსწავლე ნოდარ თათოშვილი;

II ადგილი და ვერცხლის მედალი - დამოუკიდებელი სკოლა „მზექა“-ს მოსწავლე სტეფანე თუმანიშვილი;

III ადგილი და ბრინჯაოს მედალი - ქ. ახალციხის მე-5 სკოლის მოსწავლე გიორგი გლუნჩაძე.

III ასაკობრივი ჯგუფის შედეგები კი ასე გამოიყურება:

I ადგილი და ოქროს მედალი - ქ. ახალციხის მე-6 ს სკოლის მოსწავლე გიორგი თამარაშვილი.

II ადგილი და ვერცხლის მედალი - ქ.ახალციხი 1-ლი სკოლა ლილი ზაზაძე.

III ადგილი და ბრინჯაოს მედალი - ქ. ახალციხის 1-ლი სკოლის მოსწავლე კარღენ საფარიან.

დანარჩენ მოსწავლეებს ორგანიზატორი სკოლის დირექციისაგან სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203