შემზღუდავი ნიშნები, რომლებიც ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე უნდა იყოს გამოსახული - როგორ დავიცვათ ბავშვები სახიფათო ინფორმაციისგან?
03-03-2020

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება დამტკიცდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, ბავშვებისათვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და  შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულაცია მიმართულია მშობლის მიერ ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების თავიდან აცილების ხელშეწყობაზე.

დებულებით განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, მათ შორის, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები. ეს ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი  ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას (პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები), თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი  ვალდებულია გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების დასადგენად და მიანიჭოს ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება.

სპეციალური შემზღუდავი ნიშანები, რომელიც ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფორმაციაზე უნდა იყოს გამოსახული:

ა) ,,18“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

ბ) ,,15“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;

გ) ,,12“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

დ) ,,7“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის.

დებულების მიხედვით იმ ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები (მათ შორის, საგანმანათლებლო ინტერნეტგვერდები, საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო გვერდები, ინტერნეტგვერდები, სადაც  განთავსებულია საბავშვო ფილმები და თამაშები) აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება.

აღსანიშნავია, რომ 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.

აღნიშნული დებულება ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203