შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების ქართულის გარდა სხვა ენაზე ჩაბარება? - „ნაეკის“ განმარტება
06-03-2020

2020 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე? -  როგორც 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარშია აღნიშნული ზოგადი უნარების გარდა, აბიტურიენტების გარკვეულ კატეგორიას გამოცდის ჩაბარება რუსულ ენაზეც შეუძლიათ, რისთვისაც მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ. 

 „ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე;

 იმ აბიტურიენტს, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და ქიმიის გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე. ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის პირველ მაისამდე“, - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203