2020-2021 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო გრანტის მოცულობა და პრიორიტეტული პროგრამები ცნობილია
04-03-2020

2020-2021 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები განისაზღვრა. ამასთან, გამოქვეყნდა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებიც.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრა.

სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.

2020-2021 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
ჯანდაცვა;
ჰუმანიტარული;
ხელოვნება;
აგრარული;
განათლება;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
სამართალი;
მათემატიკა და ფიზიკა;
ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ბიზნესი და ეკონომიკა.

2020-2021 სასწავლო წლისათვის გრანტისთვის გათვალისწინებული თანხის 60,04% (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი) ლარი) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
განათლება − 6,07%;
ჰუმანიტარული − 6,07%;
ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
სამართალი − 3,07%;
მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
აგრარული − 2,17%;
ჯანდაცვა − 1,17%;
ხელოვნება − 0,67%.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203