ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გადაიდო - „ნაეკის“ განმარტება
05-03-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადა დადგეგმილ დროს აღარ ჩატარდება.

 „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გადაიდო.

ტესტირება გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებში დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გაიმართება.

დეტალური განრიგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება", - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203