შეწყდება თუ არა კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ხვალ გახდება ცნობილი
05-03-2020

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, - აღნიშნულის შესახებ კანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეწყდა, ხოლო კერძო სკოლებისა და უმაღლესებისთვის სასწავლო პროცესი 4 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეჩერდა. 

იხილეთ ასევე: სასწავლო პროცესი 16 მარტამდე კერძო სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებშიც შეწყდა

თბილისის თეატრები წარმოდგენებს 16 მარტამდე წყვეტენ?! - სამინისტრო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს

სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება - საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203