შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განახლებული განრიგი გამოაქვეყნა.ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადა 21 მარტს განახლდება და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ
განრიგი.აღსანიშნავია, რომ ცხრილში მითითებულია გამოცდის დაწყების დრო. რეგისტრაცია კი ნახევარი საათით ადრე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის გადადების გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
ტესტირება გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებში 21 მარტიდან განახლდება.