შესაძლებელია თუ არა მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთდროულად ორი საგნის ჩაბარება? - ამ კითხვით etaloni.ge-ს არაერთი დაინტერესებული პირი მომართავს.
აღნიშნულ კითხვაზე აპლიკანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს. მათი თქმით, გამოცდაზე როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე მასწავლებლობის მსურველებს ერთი საგნის არჩევის უფლება აქვთ.
„მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარების საშუალება გაქვთ ყოველ წელს“, - აღნიშნავს „ნაეკი“.
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაინც დიდი ინტერესია სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. „ეტალონი“ ყველა თქვენს კითხვაზე კომპეტენტურ პასუხების მიღებას შესაბამისი სამსახურებისგან მომავალშიც გააგრძელებს.