ლეციცხვაიეში, 1902 წელს გახსნილი სკოლის ისტორია
29-09-2016
სოფელ ლეციცხვაიეში 1902 წელს დაწყებითი ორკლასიანი სკოლა გაიხსნა. ხოლო 1917 წლიდან კი V, VI, VII, VIII კლასები დაემატა. 

1927 წელს აშენდა სკოლის ქვის შენობა, რომელშიც დღემდე ფუნქციონირებს.

ლეციცხვაიეს საშუალო სკოლამ არა ერთი ღირსეული ადამიანი აღუზარდა ქვეყანას, მათ შორის 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში გმირულად დაღუპული 53–ე ბატალიონის მეთაური მაიორი გელა ჭედია, რომელის სახელიც მიენიჭა სკოლას 2009 წელს. 
 
პედაგოგებმა და სკოლის მოსახლეობამ გმირს, სკოლის ეზოში, საკუთარი სახსრებით, მემორიალი აუგო. როდესაც სკოლა მემორიალის გასახსნელად ემზადებოდა, 2011 წლის აგვისტოში, სრულიად მოულოდნელად, ოპტიმიზაციის მიზეზით, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა დახურეს.   
 
ამ ორი წლის მანძილზე არცერთ მოსწავლეს და არცერთ მასწავლებელს არ დაუტოვებია სკოლა, პედაგოგები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ.  
 
2013 წლის იანვარში  ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა კვლავ გაიხსნა.  
 
აღდგენისთანევე სკოლა აქტიურად ჩაერთო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებში ორჯერ წარადგინა ბაზალეთის კონფერეციაზე ანგარიში და სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებმა შექმნეს წიგნის მოდელის, ,,ჩემი სოფელის“, სახით. 
 
სკოლის მოსავლეები მონაწილეობდნენ პროექტში „ჩვენი პლანეტა, ჩვენი გარემო, ჩვენი პასუხისმგებლობა“. 
 
მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე, ზუგდიდში გამართულ ფოტო კონკურსში „ტყე შეუნახე შვილებსა“. 
 
სკოლამ გაიმარჯვა მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებულ საგრანტო კონკურსში, მოიპოვა 3000 ლარიანი დაფინანსება, მოიძია სპონსორებიც და ერთობლივი თანხებით მოაწყო თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით და საინტერესო წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
 
სკოლას აქვს მეტი პოტენციალი უფრო წარმატებული მოსწავლეები ჰყავდეს, რომ არა ის პრობლემები რომელსაც საკუთარი სახსრებით ვერ აგვარებს. 
 
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიმდინარეობს შიდა რემონტი, სკოლას არა აქვს სააქტო დარბაზი, ლაბორატორიები, კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. 
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203