ონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა
08-07-2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის სკოლას ეწვია, განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებს შეხვდა.

ონის სკოლა მეორეა რეგიონში, რომლის თანამედროვე სტანდარტებით სრული რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. 

ონის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა (405 მოსწავლე) რეგიონში, მისი რეაბილიტაცია 4606 კვ. მეტრს მოიცავდა, რეაბილიტაციის ბიუჯეტია $577,103, გრძელდება სკოლის ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. 

ფონდის დაფინანსებით ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203