5 000 ხელის სადეზინფექციო დისპენსერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალება 1300-მდე სკოლას გადაეცემა
10-03-2020

ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და  150-ზე მეტ კერძო სკოლაში“ - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის ბრძანებით, ჰიგიენური ნორმების დასაცავად  საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლას 5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენსერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემა.

„ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. იმისათვის, რომ სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და რისკები ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული, სამინისტრო ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და  150-ზე მეტ კერძო სკოლაში.

რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის შემუშავებულია არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის, საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შეძენა.

მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, სკოლებს, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არსებობს და ჰიგიენური ნორმების სრულყოფილი დაცვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენსერსა და სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს.

5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენსერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლას გადაეცემა.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაო ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203