ვინ და როდის გადაწყვეტს გადაიდება თუ არა სწავლა?
10-03-2020

მიმდინარე კვირის ბოლოს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდება, გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდმდგომარეობის მიხედვით მიიღებს.

„სასწავლო პროცესთან დაკავშირებით განხილვა იქნება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, მოგეხსენებათ სასწავლო პროცესის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ იღებს. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ კვირაში გვექნება, იმის მიხედვით, იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტროსა და ამირან გამყრელიძის კომენტარი არდადეგების გახანგრძლივებაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203