ბაღების ავტორიზაციამ კვლავ გადაიწია
11-03-2020

„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გამოწვევად მიიღო სკოლამდელი განათლების ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ.  სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და გარკვეული მიზეზების გამო პროცესის გადავადებას გულისხმობს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდრისას განუცხადა. 

შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო.

„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გამოწვევად მიიღო სკოლამდელი განათლების ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ. დეცენტრალიზაციის პირობებში ეს ძირითადად მუნიციპალიტეტების ქვეშ გადანაწილდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და გარკვეული მიზეზების გამო პროცესის გადავადებას გულისხმობს. ავტორიზაციის გავლა მოიცავს სხვადასხვა მოთხოვნებს და ესენია: ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი, სკოლამდელი მზაობის სტანდარტიზაცია 5 და 6-წლიანი ბავშვებისთვის, ინფრასტრუქტურული სივრცეები და ა.შ.“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეხვედრისას მხარეებმა სკოლებში არსებულ გამოწვევებზე და ახალი სკოლის მოდელზეც ისაუბრეს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ახალი სკოლის მოდელი საქართველოს ყველა სკოლაში გავრცელდეს.მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენი ამოცანაა ბავშვს აღმოვუჩინოთ ნიჭი და შემდეგ მივცეთ ამ ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203