კონკურსში ''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზო'' ''ეტალონმა'' თავისი რჩეული სკოლა დააჯილდოვა
10-07-2017

Etaloni.ge - ს შემოქმედებითმა ჯგუფმა კონკურსში ''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზო'' თავისი რჩეული სკოლა სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.


''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა. 


ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას Etaloni.ge - სგან სპეციალურ დიპლომი ''ეტალონის'' სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერებმა ნინო ზაზაძემ და იაკო ამირანაშვილმა გადასცეს.  

როგორც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი აღნიშნავს, სკოლა სწავლის მხრივ საუკეთესო შედეგებითა და გარემოთი გამოირჩევა: 

''ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს ''ეტალონი''. ჩვენი სკოლა სწავლის მხრივ საუკეთესო შედეგებითა და ასევე, საუკეთესო გარემოთი გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ დაფასდა ''ეტალონის'' მიერ. მოხარულები ვართ, რომ გავხდით ''ეტალონის'' რჩეულები. კიდევ უფრო მეტად ვიზრუნებთ, რომ ჩვენი ჩვენი სკოლის გარემო გავაუმჯობესოთ.''

ვულოცავთ ‘’ეტალონის’’ რჩეულ სკოლას და ვუსურვებთ ყოველთვის ასეთი გამორჩეული ყოფილიყოს!

შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ფოტო-მასალა ელ-ფოსტაზე: Etaloniganatleba@etaloni.ge გადმოეგზავნათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203