სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო, თუმცა განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.
"ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობიდან გამოდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდეს 1 აპრილამდე. მინდა ყველას ხაზგასმით ვუთხრა, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა აკადემიური თვალსაზრისით, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გააცნობენ მოსწავლეებს და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა, რომ აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება,"- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
იხილეთ ასევე: არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც პირველ აპრილამდე გადაიდო