ლიკა ბუბაშვილი,
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მესამეკლასელი, თითქმის სამი წელია ყველაზე მზრუნველი პროექტის ერთ-ერთი გულშემატკივარია და ტესტირებაშიც აქტიურადაა ჩართული. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო - გაგვიმხილა და ისიც დასძინა, ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად რომ ელის.
„ჩემთვის
izrune.ge-ს ყოველი ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოც და სახალისოც. ყველაზე მეტად მათემატიკური კითხვები მომწონს... ახლა „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ ვემზადები და ვცდილობ, ის ნაწარმოებები, რაც უნდა წამეკითხა, კარგად გავიაზრო, რადგან ჩემთვის
izrune.ge ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.
ლიკამ ისიც გაგვიმხილა, რომ განსაკუთრებით მოსწონს შემაჯამებელი ტესტები რადგან საშუალება აქვს, თავისი ცოდნა გამოავლინოს: „რაც ვისწავლე, შემაჯამებელ ტესტებში ჩანს და მიხარია, როდესაც ყველა კითხვას სწორად ვპასუხობ; საერთოდ, სწავლა და მეცადინეობა მიყვარს; თამაშიც მიყვარს და მეცადინეობის შემდეგ გართობისთვისაც ვიცლი ხოლმე. რომ გავიზრდები, მინდა, მასწავლებელი გამოვიდე და ბავშვებს სკოლაში მათემატიკა ვასწავლო“.
ლიკას დედიკომ,
მერი ბარდაველიძემ კი გვითხრა, რომ
izrune.ge მისთვის, როგორც მშობლისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობაც გადაუხადა იმისთვის, რომ
ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მისცა: „დიდ მადლობას ვუხდი ონის მერიას, იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს, მუნიციპალიტეტის მკვიდრ ყოველ მოსწავლეს
izrune.ge-ში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. ეს მომავალ თაობაზე მზრუნველი პროექტი ბავშვის გონებას ავითარებს, ჩემი შვილის მაგალითით, თამამად შემიძლია თქმა, რომ ბავშვი მუდმივად ცდილობს, იყოს მობილიზებული, ემზადება ტესტირებისთვის, მუდმივად ძიების პროცესშია, იღებს ბევრ ინფორმაციას და მეც მოხარული ვარ,
izrune.ge ჩვენი ცხოვრების ნაწილი რომ გახდა“.