2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა
12-03-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. 
ცენტრის განცხადებით, ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ეხება. 

ცვლილების მიხედვით, შპს მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტს უფლება აღარ აქვს სამართლის პროგრამის სწავლების უფლება აღარ აქვს.

ამასთან, აკრედიტაცია მიენიჭა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ქუთაისი) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს სომხურ, აფხაზურ, აზერბაიჯანულ და ოსურენოვანთათვის; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა აკრედიტაცია მოიპოვა მშენებლობის მენეჯმენტის პროგრამაზე.არააკრედიტირებულად ითვლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო-სატრანსპორტო ტექნოლოგიური საშუალებების პროგრამა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203