თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
12-03-2020

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კომუნიკაციის დისტანციურ ფორმაზე გადადიან და ბაღებში მოქალაქეებისა და თანამშრომლების მიღებას ზღუდავს. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადების საფუძველზე მიიღო. 

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებთან კომუნიკაციის დისტანციური ფორმაზე გადადის. სააგენტოში იზღუდება მოქალაქეების, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა მიღება.

ნებისმიერი განცხადების, თუ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი დოკუმენტაციის წარსადგენად მუშაობს ელექტრონული ფოსტა: saagentoskancelaria@gmail.com.

კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა და მისი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა რადიკალური ღონისძიებები ტარდება. პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერიაც ახორციელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იზღუდება გარკვეული სახის მომსახურებები, რაც მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც პირველ აპრილამდე გადაიდო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203