ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის კიდევ ერთხელ გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ტესტირება გეოგრაფიაში,ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებში გამოქვეყნებულ დროს (21 მარტი - 5 აპრილი) აღარ ჩატარდება.
ახალი განრიგი განრიგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.