დღეიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრების ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის, - აღნიშნულის შესახებ უწყებები ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ავრცელებენ.
როგორც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ etaloni.ge-ს განუცხადა, უწყებები „კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N529 განკარგულების შესაბამისად მოქმედებენ, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის და რისკების მართვის მიზნით, საჯარო უწყებებს შესაძლებლობიდან გამომდინარე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ რესურცენტრები მუშაობას წყვეტენ. უწყებები ფუნციონირებას განაგრძობენ და ადგილზე მათი შეხედულებისამებრ წყდება ვინ იმუშავებს დისტანციურად და ვინ გააგრძელებს მუშაობას უშუალოდ შენობიდან. რესურსცენტრებს თანამშრომლები სპეციალურ გრაფიკზე გადაჰყავთ.
ხოლო საგანამანთლებლო რესურცენტრების ინფორმაციით, საჯარო სკოლები, საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივ დაუკავშირდებით რესურსცენტრს (დისტანციურად).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულების თანახმად, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.