განათლების სამინისტრო საკონკურსო განაცხადების მიღების წესს ცვლის
17-03-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge. 

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსო დოკუმენტაცია (განცხადება და საპროექტო განაცხადი), წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (დასკანერებული ან ფოტო ფაილის სახით) და შესაბამისი კონკურსის საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით.

საკონკურსო პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203