როგორ გადავიტანოთ სასკოლო კარანტინი - რჩევები მშობლებს, რომელთაც მხოლოდ ის არ ადარდებთ ვის დაუტოვონ შვილები
20-03-2020

დღეს, მსოფლიოში, კორონავირუსის გამო, ყოველი მეხუთე მოსწავლე სკოლაში არ დადის, ამას იუნესკოს მონაცემები მოწმობს. კრიზისი, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 363 მილიონ მოსწავლეს შეეხო - რიცხვი უბრალოდ უპრეცედენტოა. 15 ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა სკოლები მთელ ქვეყანაში დახუროს, 14 ქვეყანაში კი სკოლების ნაწილი დახურეს.

2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა საქართველოშიც და მთავრობამ სკოლებს დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა შესთავაზა.

არ არის რეკომენდირებული საბავშვო მოედნებზე, კინოთეატრებსა და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლაც. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი რომ შექმნილ სიტუაციაში მის განათლებაზე ზრუნვა ეფექტურად გააგრძელოს.

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, გადაიტანოთ სასკოლო კარანტინი, რაც შეიძლება სასარგებლოდ.

პირველ რიგში აუხსენით შვილებს, რომ დაუგეგმავი დასვენების დღეები, არდადეგები არ არის

პირველ რიგში მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს სხვაობა არდადეგებსა და შექმნილ სიტუაციას შორის. აუხსენით, რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება, რა არის კორონავირუსი და რატომ არის სახიფათო.

გააცანით ბავშვები პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები. იხილეთ - როგორ უნდა ელაპარაკოთ ბავშვებს კორონავირუსზე - 8 რჩევა, რომ საფრთხისგან დაიცვათ და ანუგეშოთ.

აუცილებლად აუხსენით, რომ არსებული ვითარება ჩვეული არდადეგები არ არის. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები ფრთხილად უნდა იყვნენ, არ წავიდნენ კინოში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

შვებულება, ბებია, დისტანციური მუშაობა

სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საკითხია - სად წაიყვანონ ბავშვები, რომ შექმნილ მდგომარეობაში მათზე ზრუნვა და მათი გაკონტროლება შეძლონ. ყველაზე მარტივი გამოსავალია - აიღოთ შვებულება ან გადახვიდეთ დისტანციურ მუშაობაზე.

კი, სამუშაო დღის ორგანიზება სახლში ბავშვების არსებობისას რთულია, მაგრამ ასე თქვენ ნამდვილად შეძლებთ გააკონტროლოთ, რით არიან ისინი დაკავებულნი.

ხოლო თუ ოფისიდან გამოსვლას ვერ ახერხებთ, სავარაუდოდ, ყველაზე ხელმისაწვდომია, წაიყვანოთ ბავშვები მშობლებთან.

არ მოდუნდეთ და შვილის განათლებაზე ზრუნვა ეფექტურად გააგრძელეთ



არასდროს დაივიწყოთ სასკოლო დავალებები, რადგან იძულებითი არდადეგები დასრულდება. ამიტომ ისევ და ისევ გადაიმეორეთ განვლილი მასალა და რაციონალურად იზრუნეთ შვილების განათლებაზე. ამაში კი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge დაგეხმარებათ. პლატფორმა აბსოლუტურად ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.

რა არის izrune.ge? ეს არის ტესტირების საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოჯახის და სკოლის ჩართულობის გაზრდა შვილების აღზრდა-განათლება წახალისების პროცესში. 

მოსწავლე შეძლებს ინდივიდუალური, მის კლასზე მორგებული ონლაინ-ტესტის გავლას, რომელთა შედგენაში 100 საუკეთესო პედაგოგი მონაწილეობს. 

მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული პორტალი, შექმნილ მდგომარეობაში, მშობლებს საქმეს გაგიმარტივებთ. დისტანციური სასკლო ტესტი მოსწავლის ზოგად განვითარებას უწყობს ხელს. მშობელს შეუძლია, შვილს გვერდით მიუჯდეს და ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტექსტის საშუალებით, პირდაპირ რეჟიმში, 30 წუთში შეიტყოს საკუთარი შვილის აზროვნების და განათლების დონის შესახებ.

შესაბამისად, შვილის სწავლა-აღზრდის პროცესში ჩართვას მარტივად შეძლებთ.

წიგნები

კარანტინი კარგია იმით, რომ მასობრივ ღონისძიებების აკრძალვის გამო, შესაძლებელია დრო კითხვას მივუძღვნათ.

ასე, რომ თუ კარანტინსა ან თვითიზოლაციაში ბავშვებთან ერთად ხართ, შეგიძლიათ „იზრუნეს“ 9 აპრილის „წიგნიერების დღისთვის“ არდადეგების დროს წასაკითხი წიგნების სიას გაეცნოთ. ეს ნუსხა გამორჩეულმა პედაგოგებმა შეადგინეს.

მთავარია გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ყურადღება და მათზე მზრუნველობა. სწორედ ესაა izrune.ge-ს მიზანიც, მშობლების და ოჯახის ჩართულობის გაზრდა შვილების აღზრდა-განათლების პროცესში. 



გამოიყენეთ კარანტინი იმისთვის რომ მეტი დრო გაატაროთ ბავშვებთან. მაგალითად, მთელმა ოჯახმა წესად აქციეთ, izrune.ge-ს ტესტის გავლა შვილის გვერდით, ერთად მეტ დროსაც გაატარებთ და შვილის განათლებაზეც იზრუნებთ. ეს ნებისმიერ საქმიანობაზე ბევრად სასარგებლოა.

რა შეიძლება გააკეთოთ საკარანტინო პირობებში შვილთან ერთად ამაზე უკეთესი?!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203