ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა - გახარია 
17-03-2020
ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ამ თარიღამდე ვერ აღდგა სასწავლო პროცესი, განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ახალი გეგმა.


„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, ბავშვების ჯანმრთელობა. თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რაც მეეჭვება. იმ ვადებზე, რაზეც განათლების სამინისტრო საუბრობს ეჭვი მეპარება. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ 26 აპრილამდე თუ არ განახლდა სასწავლო პროცესი, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამინისტროს აქვს დავალება მიღებული, უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება რომ, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება. 

განათლების სამინისტროს დავალება იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგინოს დანაკლისის აღდგენის გეგმა. ის რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვს, ეს ფაქტია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკეული სკოლები მომზადებულები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. თუ 26 აპრილამდე შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, ერთი სცენარი გვაქვს. მაგრამ თუ ვერ შევძელით, არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს სამინისტრომ“ - განაცხადა პრემიერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

იხილეთ ასევე:

დისტანციური განათლება არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ - პრემიერი

გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203