დისტანციური განათლება არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ - პრემიერი
18-03-2020

დისტანციურად განათლების სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

„განათლების სამინისტროს დავალება იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგინოს დანაკლისის აღდგენის გეგმა. ის რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვს, ეს ფაქტია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკეული სკოლები მომზადებულები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, აქაც ძალზედ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ“ - ამბობს პრემიერი რუსთავი 2-ის ეთერში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203