''სკოლის ყველა საგანს მინდა ჰქონდეს კომპიუტერული თამაში'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
29-09-2016
''სკოლის ყველა საგანს მინდა ჰქონდეს კომპიუტერული თამაში'' - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ განაცხადა.  

განათლების მინისტრის განცხადებით, ამ კონტექსტში, მისი ერთ-ერთი სურვილია, ”ვეფხისტყაოსნის” კომპიუტერული თამაში გაჩნდეს:


”კომპიუტერები წელსაც დავარიგეთ. იზრდება მათი რაოდენობა, ვისაც კომპიუტერი დაურიგდა. ოღონდ, ეს მაინცდამაინც სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან, რაც გვიჭირს - კონტენტი, სასწავლო თამაშია. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. მაგალითად, პირველ რიგში, ვაპირებთ ”ვეფხისტყაოსნის” კომპიუტერული თამაში გაჩნდეს. შემდეგ ეტაპზე კი ყველა საგანში შეიქმნება კომპიუტერული თამაშები.”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203