ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში გაიცემა სწავლის გადადების რეკომენდაცია
18-03-2020
სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა.

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203