ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„განათლების სისტემისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, რომ მასწავლებლის, პროფესორის, მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება“ - ამბობს ჩხენკელი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ხელფასების საკითხზე, მისი თქმით, ეს არი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა არა ერთადერთი:
„ხელფასების ზრდაზე იქნება ჩვენი სისტემა მიმართული. სკოლის მასწვლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების საგრძნობი მატება უკვე დაიწყო. შემდეგი ეტაპი იქნება უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკლევარი-მეცნიერების ხელფასების ზრდა. 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში, რაც დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. შესაბამისად, ამის ინვესტიცია რომ მოხდება, ცხადია ეს მოხმარდება სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და ხელფასების ზრდას.
ხელფასების მატება უკვე დაწყებულია და 2022 წლამდე აუცილებლად გაგრძელდება. ხელფასი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არ არის ერთადერთი. საზოგადოებამ მეტად უნდა დააფასოს ინტელექტუალური შრომა. მასწავლებლის, პროფესორის, მკლვლევარი-მეცნიერის ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში და საზოგადოებისგან ამ პრესტიჟის დაფიქსირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ, რაც განათლების სისტემას წაადგება. ეს იქნებიან ადამიანები, რომლებზეც დაფუძნებული იქნება განათლების სისტემა“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას.