მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის ონლიან ტრენინგს აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, eTwinning-ი პასუხობს დღევანდელ გამოწვევას და მასწავლებლებს დაეხმარება ციფრულ სამყაროში სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი.
„დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები დახურულია, მნივშნელოვანია, რომ მასწავლებლებმა შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი ონლაინ და შეცვალონ მათი სასწავლო სივრცე. ამ მხრივ, eTwinning-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული ქსელი ხელს უწყობს ვირტუალური საზოგადოების შექმნას, სადაც პირისპირ შეხვედრა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
პროგრამის პლათფორმა იძლევა შესაძლებლობებს ღია ონლაინ კურსებში მონაწილეობისა და ასევე, დაგეგმვა/განხორციელების, რაც ერთ-ერთი გზაა მასწავლებელთა დასაკავშირებლად. eTwinning-ი პასუხობს დღევანდელ გამოწვევას და მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს, რაც მათ დაეხმარებათ ციფრულ სამყაროში სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, გააფართოვონ თავიანთი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პანელი და შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლების ახალი მასობრივი საშუალებები.
ტრენინგ მოდული: „eTwinning-ის პროექტების დაგეგმვა ვებ 2.0 ინსტრუმენტებით“.
პედაგოგები, რომლებიც ჩართულნი არიან eTwinning-ის პროექტებში იყენებენ უამრავ სოციალური ქსელის იარაღებს, რომლებსაც დღესდღეობით ინტერნეტი გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით საქმიანობას, რომელსაც ეს პედაგოგები ახორციელებენ, აქვთ პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ონლაინ სწავლებისა და სწავლის პრაქტიკაზე“, - ნათვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ პედაგოგთან დაკავშირება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოხდება, სადაც მათ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის შესახებ დეტალებს გააცნობენ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.