დღეიდან აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი საკვები პროდუქტების გაცემა იწყება. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, საკვების მიღების სურვილი თითქმის ყველა მშობელმა გამოთქვა.
თითოეული აღსაზრდელზე გაიცემა შემდეგი დასახელების პროდუქტი:
ხორბლის ფქვილი 1კგ; ბრინჯი 1კგ; შვრიის ფანტელი 1კგ; შაქარი 1კგ; ბარდა 1კგ; კარტოფილი 2კგ; ხახვი1კგ; ზეთი1ლ; რძე 1ლ; ხილფაფა ვაშლის 1კგ; კვერცხი 6ც; ყველი - 0,5კგ.
პროდუქტების გაცემა მოხდება ეტაპობრივად ზუსტად განსაზღვრულ საათებში და გაცემის დროს აღმზრდელები შეატყობინებენ მშობლებს.
„აღსაზრდელის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (ოჯახის წევრები) პროდუქტების მისაღებად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა და სპეციალურ ჟურნალში პროდუქტების მიღება დაადასტურონ ხელმოწერით“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია ბაღის შენობაში დერეფნის მიღმა მშობლების შესვლა. მშობლებს შორის აუცილებელია რიგის დარეგულირება და მინიმუმ 1 მეტრიანი დისტაცნიის დაცვა.
ამასთან გაითვალისწინეთ, იმისთვის რომ პროდუქტების მიღების პროცესმა არ გამოიწვიოს რიგები, გაურკვევლობა და ქაოსი ბაღში მშობლები ან წარმომადგენლები უნდა მივიდნენ ზუსტად განსაზღვრულ დროს. ბაღები მშობლებს მოუწოდებენ პროდუქტების ჩასაწყობად თან იქონიონ ჩანთები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროდუქტების მიღებას მშობლები 2 კვირაში ერთხელ შეძლებენ.