თორნიკე რიჟვაძემ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს წერილები და ყვავილები გაუგზავნა
19-03-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს წერილები გაუგზავნა. ქალბატონებმა კი წერილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ყვავილებიც მიიღეს.

აღნიშნულის შესახებ არაერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც რიჟვაძეს გამხნევებისა და ყურადღებისთვის მადლობას უხდიან. 

ერთ-ერთი კარანტინში მყოფი მოქალაქის პოსტი ასეთია: „ეს კი სიურპრიზის კაკუნი იყო,რომელიც ვერ გამოვიცანი. ამ ლამაზი ჟესტით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაგვამხნევა“. 



„არ შემიძლია სიტყვით გადმოვცე რამდენად მადლიერი ვარ თქვენი ასეთი თბილი სიტყვებისთვის. დღეს უკვე მეხუთე დღე დასრულდა. მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ ცდილობენ ჩვენს გახალისებას. უღრმესი მადლობა ბატონ თორნიკე რიჟვაძეს ამ სასიამოვნო საჩუქრისათვის, როდესაც გავიფიქრე რომ ცოტათი სულ ცოტათი გამიჭირდა მეხუთე დღე კარებზე კაკუნია და მხვდება ეს ყვავილები მადლობა ყურადღებისთვის“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე

კარანტინში მყოფებისთვის გაგზავნილ წერილში, რიჟვაძე სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მათ მადლობას უხდის და ჯანმრთელობას უსურვებს:

„იმედს გამოვთქვამ, რომ აჭარა ღირსეულ მასპინძლობას გიწევთ. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ გლობალურ გამოწვევას“ - წერს მთავრობის თავმჯდომარე ღია წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203