სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის გაეგზავნებათ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით
19-03-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.  

„19 მარტიდან ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე, საჭიროა, რომ იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია ეცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება. 

პირველ ეტაპზე პროექტში ჩართულ სკოლებს გაეგზავნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გაგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, ერთი კვირის ვადაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: დაინტერესებულ სკოლებში პროექტის განხორციელება მყისიერად დაიწყება.  

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.

შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტრუმენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203