რეგისტრაციის დროს სისტემა ტესტის ტიპებს რატომ არ მიჩვენებს? - „ნაეკი“ სამაგისტროს გამოცდებზე დასმულ კითხვებს პასუხობს
22-03-2020
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 26 მარტს სრულდება. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.


მანამ, სანამ რეგისტრაცია დასრულდება, გამოცდების ცენტრი ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს აქვეყნებს, რათა სირთულეების გარეშე შეძლონ აპლიკანტება დარეგისტრირება. გთავაზობთ, აპლიკანტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს:

- რეგისტრაციის დროს სისტემა რატომ არ მიჩვენებს ტესტის ტიპებს?


- წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

- რა შემთხვევაში მეთვლება საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად?

- სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. თუმცა, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას ან მოითხოვოს ტესტის ოთხივე ნაწილის წარმატებით დაძლევა და სხვ. დეტალები უნდა გაარკვიოთ უმაღლეს სასწავლებელში.

- საერთო სამაგისტრო გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს?

- ტესტირება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი - ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც ცენტრის განცხადებით, სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203