„ეს ადამიანები შიმშილის ზღვარზეც კი დადგებიან“ - რა იდეა აქვს მანანა რატიანს?
22-03-2020

თვითიზოლაციის წესები ასზე მეტმა ადამიანმა დაარღვია, დამრღვევები შსს-ს თანამშრომლებს კარანტინში გადაჰყავთ. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ასეთ ადამიანებს აკრიტიკებს. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდოს თვითიზოლაციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სახელმწიფოს საინტერესო იდეას სთავაზობს.

„ისევ თვითიზოლაციაზე: აქამდე მივიჩნევდი, რომ მთავრობამ რეგულაციები უნდა გაამკაცროს ამ რეჟიმის დამრღვევებისადმი, რომლებსც აკლიათ თვითშეგნება, ვერ გააცნობიერეს მასშტაბები, ვერ დაინახეს სრული სურათი და თვლიან, რომ თავისუფლება უსაფუძვლოდ ეზღუდებათ.

თუმცა არის მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებიც თავს საათობრივი, ან დღიური ანაზღაურებით ირჩენენ. მათ არ აქვთ დანაზოგი. შესაბამისად, რომ მოუწიოთ თვითიზოლაციაში გადასვლა, დიდი ალბათობით ვერ გადაიხდიან კომუნალურებს და შიმშილის ზღვარზეც კი დადგებიან. საჭირო იქნება, ამ კატეგორიისთვის სახელმწიფოს ჰქონდეს სპეციალური შეთავაზება მინიმალური საარსებო პაკეტი + კომუნალური გადასახადი. ამ შემთხვევაში ისინი აღარ დამალავენ სიმპტომებს და არ დაჭირდებათ არჩევანის გაკეთება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას შორის“, - წერს მანანა რატიანი სოციალურ ქსელში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203