„ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებაში შესული ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ექსპერტებს, დაწესებულებებს და შესაბამის საბჭოებს შესაძლებლობას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე ადმინისტრაციული წარმოებები, იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელია, დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს.
აღნიშნული დროებითი ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას სერვისები მაქსიმალურად და უსაფრთხოდ შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №37/ნ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №36/ნ