საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საგანგებო ღონისძიებების ნუსხა ასეთია:
იზოლაციის ან კარანტინის დარღვევისთვის, პირს იძულებით გადაიყავნენ შესაბამის დაწესებულებაში და წესების დარღვევისთვის გამოიყენებენ სანქციებს.
საერთაშორისო სამგზავრო, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე დაწესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
დადგინდება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები.
მთავრობას აუცილებლობის შემთხვევაში მიეცემა უფლება, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება
იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას,
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს,
საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება.
საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
იხილეთ - საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა