საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ერთი თვე გაგრძელდება. რაც ნათელს ხდის, რომ სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილს არ აღდგება.
საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს.
„მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება“,- განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე -
ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა - გახარია საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარამდენი ხნით გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა და კონკრეტულად, რა შეგვეზღუდება მოქალაქეებს?