„იკრძალება ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გადავადდა სწავლა“ - შეზღუდვები, რომლებიც განათლებაში დღეიდან ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, 21 აპრილამდე საგანმანათლებლო სისტემა შეძლებისდაგვარად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა - შეჩერდა საგანმანათლებლო პროცესი, აიკრძალა ტრენინგები, კონფერენციები...
მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცდა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ძალაში 23 მარტიდან შევიდა.
ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის: მიმოსვლა, კულტურული და სპორტული ღონიძიებებს, შეკრებებსა და მანიფესტაციებს, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრას, ეკონომიკუი საქმიანობას და საგანმანათლებლო პროცესს.
უფრო დეტალურად, საგანმანათლებლო მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები მთავრობის დადგენილებაში შემდეგნაირად არის გაწერილი:
- 1.საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
- 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).
- იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.