განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო etaloni.ge-სთან უარყოფს ინფორმაციას, რომ 2020 წელი, შესაძლოა, აკადემიურ წლად გამოცხადდეს. ამ ეტაპზე, უწყებას ეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
ამ წლის აკადემიურ წლად შესაძლო გამოცხადების შესახებ ინფორმაცია მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო.
ცნობისთვის, აკადემიური წლის გამოცხადება პრაქტიკულად, სწავლის ერთი წლით შეჩერებასა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის ერთი წლით გადავადებას ნიშნავს.
ამასთან, 21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, კიდევ ერთხელ გადაიწია სასწავლო პროცესის დაწყებამ. შეგახსენებთ, როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებისთვის და მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.
იხილეთ ასევე: „იკრძალება ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გადავადდა სწავლა“ - შეზღუდვები, რომლებიც განათლებაში დღეიდან ამოქმედდასასწავლო პროცესი კვლავ გადავადდასკოლებს დისტანციური სწავლებისთვის გაეგზავნებათ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით