6-დან 13 წლამდე ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებს ფსიქოლოგები ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. უწყების განმარტებით, ოცდაოთხ საათიან რეჟიმში იფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, ამასთან მსურველებს საშუალება ექნებათ მიიღონ ონლაინ კონსულტაციები სკაიპის ან ცხელი ხაზის დახმარებით.
აქტიურად ფუნქციონირებს:• ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
• მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 2 200 220 (33 35)
• Skype-კონსულტაცია
საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ კონსულტაცია.
Skype: pscenter
• მანდატურის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მესენჯერი
facebook.com/mandaturi/• მოქალაქეთა/ორგანიზაციების განცხადებების/წერილების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
registration@mandaturi.gov.ge.