გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სწავლა აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს
24-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს.


„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203