საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.
„მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს.
„დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება, ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
იხილეთ ასევე: გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სწავლა აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს