ონლაინ განათლების მოტივაცია იმერეთში და საამაყო ანა ჯოხაძე
25-03-2020
იმერეთის სკოლები გამორჩეულად ზრუნავენ დისტანციურად მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებაზე. ერთ-ერთი ასეთი სკოლა არის ქუთაისის N10 საჯარო სკოლა. სწორედ მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული სკოლის დირექტორის - დემურ გაგუას და მასწავლებლების ძალისხმევის შედეგია მოსწავლეების მუდმივი წარმატება და წინსვლა izrune.ge-ზე.   

გაიცანით სკოლის საამაყო წარმომადგენელი - გამორჩეულად ნიჭიერი და მონდომებული, მეორე კლასის მოსწავლე - ანა ჯოხაძე, მას უკვე ხუთი დიპლომი აქვს და ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. 

ანა ჯოხაძის განსაკუთრებით მზრუნველმა დედიკომ, ხათუნა ტაბეშაძემ გაგვიმხილა, რომ გოგონა ტესტებზეც დამოუკიდებლად მუშაობს და განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს რეალობაში დისტანციური სწავლება აქტუალურია, ანაც და ანას თანატოლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტი მათთვის უმნიშვნელოვანესია.

ამჟამად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქს გავერიდეთ და სოფელში ვართ, თუმცა ანა ახლაც აქტიურადაა ჩართული იზრუნეს ტესტირებაში და ცდილობს, მოვლენების განვითარებას არ ჩამორჩესო, - გაგვიმხილა ანას დედიკომ, ხათუნა ტაბეშაძემ.

- ქალბატონო ხათუნა, გოგონა დამოუკიდებლად მუშაობს ტესტირებისას?

- რა თქმა უნდა, მე მის გვერდით მხოლოდ იმიტომ ვარ, ტესტის გავლისას, ტელეფონით ვმართოთ პლატფორმა.

- ტელეფონით გადის Izrune.ge-ს ტესტირებას?

- დიახ, ჩვენ კომპიუტერი არ გვაქვს, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და ამიტომ ტელეფონით გადის ტესტირებას, თუმცა ანას ეს ხელს არ უშლის, წარმატებული იყოს.



- რატომ გადაწყვიტეთ პროექტში ჩართვა?

- როდესაც დამრიგებელმა izrune.ge-ს შესახებ გვიამბო, მაშინვე გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით, ზოგადად ვცდილობ, ბავშვი მაქსიმალურად მონაწილეობდეს ყველა აქტივობაში და რის საშუალებასაც ჩვენი მდგომარეობა გვაძლევს, არაფერს აკლდება. საერთოდ, ანა ნიჭიერი გოგონაა, არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს საკუთარ შვილს ვაქებ, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა.
შეუძლებელია, აქვე არ აღვნიშნო, რომ ანას Izrune.ge ძალიან უყვარს და ყოველი დიპლომი, ყოველი შექება საოცრად აბედნიერებს.

- როგორია წარმატებული ბავშვის დედობა, ქალბატონო ხათუნა?

-  ვამაყობ, ანა რომ ჩემი შვილია, ვცდილობ, მუდმივად მის გვერდით ვიყო, მხარში დავუდგე და ყველა აქტივობაში იყოს ჩართული.



პატარა ანა ჯოხაძემ კი გვითხრა, ახლა, როდესაც სახლში ვართ, არდადეგებიც ასე გახანგრძლივდა, სკოლისა და მეგობრების მონატრების დაძლევაში izrune.ge მეხმარებაო.

„ძალიან მიყვარს izrune.ge... ბევრი დიპლომიც მაქვს და ბევრ რამესაც ვსწავლობ. თანაც, ტესტირება მაძლევს საშუალებას, ჩემი ცოდნა შევამოწმო. განსაკუთრებით მომწონს მათემატიკური კითხვები, ასევე მომეწონა ის კითხვები, რომლებიც ჰიგიენას ეხებოდა. ვფიქრობ, პასუხები ყველა ბავშვმა უნდა ვიცოდეთ... თამაშიც ძალიან მიყვარს და მიუხედავად იმისა, ჯერ არ ვიცი, როცა გავიზრდები, ვინ გამოვალ, თოჯინებს მასწავლებლობანას ვეთამაშები ხოლმე. ძალიან მინდა, სწავლა მალე დაიწყოს და მაშინაც, პირობას გაძლევთ, მე სულ ვიქნები izrune.ge-ს მეგობარი“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203