სკოლებმა განათლების სამინისტროსგან დავალება მიიღეს
26-03-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლებს თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოსთხოვა. სკოლებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool)-ში უნდა ასახონ შემდეგი ინფორმაცია: აქვს თუ არა ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები მოსწავლეებს, რა სახის ინტერნეტი აქვს და ა.შ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის შეგროვების მიზანი, დისტანციური სწავლების ხელშეწყობაა.

Etaloni.ge გიზიარებთ ერთ-ერთი პედაგოგისთვის სკოლის მიერ გაგზავნილ კითხვებს, თუ რა ინფორმაციის გაგება დაევალათ მასწავლებლებს.

  • მოსწავლის მობილური ტელეფონის ნომერი;
  • მოსწავლის და მათი მშობლების ფაქტობრივი მისამართი;
  • მშობლების ტელეფონის ნომრები;
  • მშობლის ელექტრონული ფოსტა;
  • აქვს თუ არა ინტერნეტი;
  • კაბელით ინტერნეტკავშირი (ოპტიკა, DSL, რადიო კავშირი);
  • მობილურით ინტერნეტკავშირი (GSM, 3G/ 4G);
  • გაქვთ თუ არა Wifi;
  • რომელი ინტერნეტ პროვაიდერი აქვს;
  • რა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა აქვთ;
  • სამაგიდო კომპიუტერის  რაოდენობა;
  • ლეპტოპის რაოდენობა;
  • პლანშეტის რაოდენობა;
  • სმარტფონის რაოდენობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203