მასწავლებელთა ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 25 მარტის ბრძანებით, ცვლილება შეეხო „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების 1 მუხლს, მე-10 და მე-13 მუხლებს.
აღნიშნულ მუხლებში თავის მხრივ განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟი, ვის ეძლევა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშება.
ბრძანების მიხედვით, ცალკე განიმარტა სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაც.
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში შესული დეტალური ცვლილებების სანახავად გადადით
ბმულზე.