ვის შეუძლია სკოლიდან მოსწავლის პირადი საქმის გატანა და რა ვალდებულება დაეკისრა სკოლას?!
28-03-2020

„მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა ვის შეუძლია სკოლიდან მოსწავლის პირადი საქმის დედნის გატანა.

„მოსწავლის პირადი საქმის დედნის გატანა, დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის მობილობისას, მიმღები სკოლიდან წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში. გასაგზავნად გამზადებული მოსწავლის პირადი საქმე თავსდება კონვერტში, ფორმდება საფოსტო გზავნილად და მიმღებ სკოლას ეგზავნება დალუქულ მდგომარეობაში.

დაუშვებელია, მოსწავლის პირადი საქმის მოსწავლისათვის, მოსწავლის მშობლის, მეურვის, მზრუნველის, კანონიერი წარმომადგენლისათვის ან სხვა პირისათვის გადაცემა.

სკოლა ვალდებულია: მოსწავლის პირადი საქმის დედანი გადასცეს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს იმ შემთხვევაში, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია, ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203