რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი? - ეროვნული გამოცდები 2020
24-04-2020

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში უნდა გაიაროთ შემდეგ მულზ.

თუმცა არსებობს გასათვალისწინებელი შემთხვევები, როცა აბიტურიენტს შესაძლოა, სარეგისტრაციო განაცხადი გაუუქმდეს. etaloni.ge გაგაცნობთ განაცხადის გაუქმების შემთხვევების ჩამონათვალს.

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:

• დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

• არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

• 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე;

• 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;
აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);

• აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს ჩათვლით.

გაითვალისწინეთ, 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გამოცდაზე რეგისტრაციის გადახდილი საფასური აბიტურიენტს უკან ვეღარ დაუბრუნდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203