განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, უწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განსხვავებულ ფორმატზე მუშაობს.
„როგორც იცით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია გახანგრძლივდა აპრილის ბოლომდე. ერთიანი ეროვნული გამოცდები დაგეგმილია ივლისში. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს. რა თქმა უნდა გვაქვს შეთავაზებები და იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას რა ფორმით და როგორ ჩავატარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს“,- აღნიშნა დგებუაძემ
მისივე თქმით, სამინისტრო ერთ-ერთ ვარიანტად ეროვნული გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარებასაც განიხილავს:
„ონლაინ გამოცდის შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, თუმცა აუცილებელია ყველა მოქალაქემ შეძლოს დისტანციურად ონლაინ გამოცდის ჩაბარდება ვინც დარეგისტრირდება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შეთავაზება. წინასწარ ვერ გეუბნებით, თუმცა გვაქვს ვარიანტები რომლებზეც ვმუშაობთ და რომელ ვარიანტზეც ჩამოვყალიბდებით იმის შესახებ მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას“.