დაჯარიმდა 7 სკოლა, მათგან 6 საჯაროა - რა დარღვევის გამო დაეკისრათ მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?
02-04-2020

2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების არასწორი დამუშავების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას დაეკისრა - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია საუბარი.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურმა შეარჩია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე. უწყებამ სულ 13 შემთხვევა შეისწავლა.

„საერთაშორისო მიდგომებთან საქართველოს პრაქტიკის შესაბამისობისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის უკეთ უზრუნველსაყოფად, გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროში. განსახილველი შემთხვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეარჩია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე.

კერძოდ, შესწავლილია 2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 13 შემთხვევა (აქედან 9 ეხებოდა მონაცემთა დამუშავებას საჯარო სექტორში (მათ შორის 3 - სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 1 - კერძო სექტორში). შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).

რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, შესწავლილ საქმეებში მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა, თუმცა, გარკვეულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ დავალებები და რეკომენდაციები", - აღნიშნულია ანგარიშში,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203