„ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე“ - ეკატერინე დგებუაძე მეორე სემესტრსა და ეროვნულ გამოცდებზე
02-04-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტრო ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობს.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური სწავლების განვითარებას. ეს ყოველივე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სემესტრი შედგეს. სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე. როგორც ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა 30 აპრილამდე გახანგძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ იგეგმება, სამინისტროს მხრიდან ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე“ - განაცხადა დგებუაძემ პირველ არხთან საუბრისას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203