ფანაგის ავარიულ მდგომარეობაში მყოფი მცირეკონტინგენტიანი სკოლა 2017-2018 სასწავლო წელს სამ პირველკლასელს მიიღებს
27-07-2017

მცირეკონტინგენტიანი ფანაგის სკოლა, სადაც 13 მოსწავლე სწავლობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 1992 წელს გახსნილი სკოლა ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია.


 

2004 წლიდან დღემდე სკოლის დირექტორი ბესიკ მუკბანიანია. 

როგორც თავად აღნიშნავს, სანამ დირექტორი გახდებოდა, ფანაგის სკოლაში ისტორიას ასწავლიდა:

''ფანაგის სკოლის დირექტორი ვარ 2004 წლიდან, მანამდე ისტორიის პედაგოგი ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, სკოლა მცირეკონტინგენტიანია და სულ 13 მოსწავლე სწავლობს. 2017-2018 წელს სკოლას პირველ კლასში სამი მოსწავლე ეყოლება. მოსწავლეები ყოველგვარ აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულები. არც ერთი დღესასწაული ჩვენს სკოლაში აღნიშვნისა და ზეიმის მოწყობის გარეშე არ ჩაივლის. მოსწავლეები გარდა მსგავსი ტიპის აქტივობებისა, სპორტული მონაცემებითაც გამოირჩევიან.''

ფანაგის სკოლის დირექტორი და პედაგოგები


ფანაგის სკოლის მოსწავლეები 

 

ბატონო ბესიკ, რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა გამოსაშვებ გამოცდებზე?

ჩვენს სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასის ჩათვლით არის სწავლა. მე-9 კლასი კი მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგებთ დახურეს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სხვადასხვა სკოლაში გადასული ბავშვები როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც კარგ შედეგებს აჩვენებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203